პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

ახალი პოლიტიკური რეალობით გაიხსნა პარლამენტის საგაზაფხულო სესია.

ორი პარტია ბოიკოტს იწყებს, დანარჩენები კი საკანონმდებლო საქმიანობისთვის ემზადებიან. საკმაოდ დატვირთული იქნება მომავალი რამდენიმე თვე. დღის წესრიგში მთავარი პოლიტიკური საკითხები ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციების შესრულება იქნება. პარლამენტი ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმაზე. ასევე პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყება სახალხო დამცველის არჩევის მიზნითაც. პოლიტიკური დებატები დღეს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გაიხსნა, რეკომენდაციების გარდა, მწვავე გამოსვლების მიზეზი თავდაცვის ახალი რეფორმაც გახდა.