პოლიტიკური განცხადებები პარლამენტის სხდომაზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იყო პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა.

ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები ერთმანეთისგან ისევ რადიკალურად განსხვავებულია. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის მიღმა პროვოკაციის გეგმა დგას. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს აინტერესებთ, რა მაღალტექნოლოგიური ჩარევის გამო ითხოვენ ოპონენტები სამოქალაქო კლინიკას. ბოიკოტის რეჟიმის გამო დარბაზში სააკაშვილის თანაგუნდელების, ასევე „ლელოს“ დეპუტატთა ადგილები ცარიელი იყო. დანარჩენი ოპოზიციის ნაწილი კი პოლარიზაციის შესამცირებლად და კრიზისის განსამუხტად ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას და ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას სთხოვს. რუსთავის ციხიდან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრების გასაჯაროების გამო პარლამენტიდან მწვავედ გააკრიტიკეს იუსტიციის მინისტრი.