ევროკავშირის მედიატორობით მოლაპარაკების მეორე და სავარაუდოდ, გადამწყვეტი რაუნდი დაიწყო.
საქართველოში დაბრუნებული კრისტიან დანიელსონი დილიდან ორივე მხარეს ჯერ ინდივიდუალურად ხვდება. მედიაციის პროცესში ბრიუსელიდან კიდევ ერთი წარმომადგენელი ჩაერთო – შეხვედრებს ესწრება რიჩარდ ტაბელსიც, რომელიც ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობს. „ქართულ ოცნებასთან“ დღეს გამართული ორი შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელის წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდა. წინა რაუნდისგან გასხვავებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამჯერად მოლაპარაკებაზე აკაკი მინაშვილთან ერთად სალომე სამადაშვილიც წარმოადგენს. პარტია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე შეთანხმების პერსპექტივას გამორიცხავს, უცვლელია პოზიცია ვადამდელ არჩევნებზეც – ოპოზიციისთვის კომპრომისი ახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზებია.
ანა ბროლაძე მუშაობს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, რომელიც დილიდან მთავარი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია.