კენჭისყრის პროცედურამდე საპარლამენტო ტრიბუნა დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენეს.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი საკრებულოებში განვითარებული მოვლენები იყო. ოპონენტები ხელისუფლებას რეგიონებში ხელოვნური კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გახარიას გუნდის წევრებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში სდებს ბრალს.
განცხადებების მთავარი თემა იყო უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ქვეყნის დასავლური კურსი, – მანანა დევაძე დეტალებით.