გუშინდელთან შედარებით, კიდევ უფრო მწვავე აღმოჩნდა თეა წულუკიანის დღევანდელი მოსმენა.
ოპოზიციის კრიტიკა ძირითადად იუსტიციის მინისტრის მიერ გატარებულ რეფორმებს და ჰააგასა და სტრასბურგში აგვისტოს ომის საქმის გამოძიებებს ეხებოდა. ოპონენტებმა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ყველაზე ძველ მინისტრს ოპოზიციასთან საუბრის ტონიც დაუწუნეს და მას ცინიკოსი უწოდეს. პასუხად წულუკიანმა დღეს არაერთხელ გაიხსენა ყოფილი მმართველი პარტიის მმართველობის წლები.
განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა დიალოგი თინა ბოკუჩავასთან, რომელიც სხდომათა დარბაზში საკუთარი დიპლომებით იყო მისული.