პარლამენტში მწვავე პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიც. სიტყვიერი დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც აკაკი ბობოხიძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატს სამარცხვინო უწოდა.
სალომე ზურაბიშვილის მისამართით ამ და სხვა კიდევ უფრო შურაცხმყოფელ ეპითეტებს არც სხვა ოპონენტები მორიდებიან. ოპოზიციის ბრალდებების მთავარი მოპასუხე პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
ხმაურიან სხდომას შორენა ხვიჩია ადევნებდა თვალს.