ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატები და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ხვალინდელი მნიშვნელოვანი მატჩი – პარლამენტში პოლიტიკური დებატებისთვის განკუთვნილი დრო დეპუტატებმა ძირითადად ამ საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენეს. დღევანდელ სხდომას ოპოზიციის მცირე ნაწილი ესწრებოდა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.
მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.