პოლიტიკოსები მინისტრთა ახალ კაბინეტს აფასებენ

ახალი პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას არ აქვს მორალური უფლება იყოს მთავრობის მეთაური.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის და ცდილობს, მაქსიმალურად მოაქციოს ძალაუფლება ძალოვან სტრუქტურებში.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მოქალაქეებზე ორიენტირებულ პოლიტიკას და გახარიას კაბინეტი შეძლებს არსებულ პრობლემებთან ეფექტიან გამკლავებას.