პოლიციის დღე

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შს სამინისტროს 1400-მდე თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის, მიენიჭა ვადამდელი წოდებები, სამკერდე ნიშნები და გადაეცა მადლობის სიგელები.

31 მაისს, საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება, ლისის ტბაზე გაიმართა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ადგილზე პოლიციელები ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ. ღონისძიებას ხელისუფლების პირველი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.