დღეს, 31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება. პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორკესტრმა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.