პოლიციელები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.
სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობა და სიტყვით გამოსვლები – ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მიმდინარეობს. სამართალდამცავებს უკვე მიმართეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ცერემონიას არ ესწრება პრეზიდენტი. გამოსვლების დროს აქცენტი ბოლო ორ თვეში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე და საპროტესტო აქციების დროს პოლიციელების ქმედებებზე გაკეთდა. სამართალდამცავმა უწყებამ დღეს მმართველი გუნდის ლიდერებისგან მადლობა მიიღო. პრემიერი ქართულ პოლიციას უმაღლესი სტანდარტების ინსტიტუციად მიიჩნევს.