პოლიცია პროფესიულ დღეს აღნიშნავს.
ღონისძიებამ ხელისუფლების პირველ პირთა მილოცვების, საზეიმო მსვლელობის და დაჯილდოების ცერემონიის ფონზე ჩაიარა. დაანონსდა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ახალი ინიციატივებიც. სიტყვით გამოსვლების დროს რამდენჯერმე იყო აქცენტირებული უწყების აპოლიტიკურობა და სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, რასაც ოპონენტები არ ეთანხმებიან და სამინისტროს მასშტაბური რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ.