ვითარება პრაქტიკულად უმართავი ხდება აშშ-ში.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობიდან ორი თვის შემდეგ ქვეყნის უმსხვილესი ქალაქები რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო აქციების ახალმა ტალღამ მოიცვა. სიტუაცია პორტლენდში განვითარებულმა მოვლენებმა გაამწვავა. პორტლენდი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც პრეზიდენტმა ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად დამატებითი ფედერალური ძალები გაგზავნა.
თეთრი სახლის ლიდერის ამ ნაბიჯმა შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაც გაამძაფრა. ექვსი დიდი ქალაქის მერები დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვენ. მერებს მხარდაჭერას უცხადებს გუბერნატორთა ნაწილიც.