საქართველოს ჩემპიონები გამოვლიდნენ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.
ნინო სალუქვაძის ტირში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობა თბილისის, ქუთაისის და თელავის გუნდებმა მიიღეს.
ტურნირი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. ქალებში 567 ქულით ქუთაისელმა მარიამ ჩაგანავამ გაიმარჯვა. გოგოებში ოქროს მედალი, ასევე ქუთაისელმა სპორტსმენმა, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნინო ხუციბერიძემ 557 ქულით მოიგო.
ვაჟებში საუკეთესო შედეგი 575 ქულით რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე ცოტნე მაჭავარიანმა აჩვენა. ბიჭებში კი 553 ქულით ჩემპიონი აკაკი მოსულიშვილი გახდა.
შერეულ წყვილებში ჩემპიონობა არავის დაუთმო დედა შვილმა – ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა, რომლებმაც 579 ქულა დააგროვეს.