ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, არ გააუქმოს ოპოზიციური პარტიები. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა თუ განახორციელებს გეგმას და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, ეს გაანადგურებს იმას, რაც საქართველოს დემოკრატიისგან დარჩა, ასევე, ამას მოჰყვება მკაცრი პასუხი დასავლეთისგან. „პოლიტიკოს“ ცნობით, გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ „ბრიუსელში შეშფოთებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი წინადადების გამო, რომელიც ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს“. სტანოს თქმით, „საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი გეზი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას და დე ფაქტო მივყავართ გაწევრიანების პროცესის შეჩერებისკენ“, – წერია სტატიაში.