პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია

იწყება პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია. პროცესი ხვალ დილის 9 საათიდან დაიწყება და 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.​