- პირველ არხზე ახალი თოქ-შოუ „პირველი აუდიტორია“ იწყება – ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე, გადაცემის წამყავნი გიორგი გვიმრაძე ახალგაზრდულ აუდიტორიასთან ერთად განიხილავს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს და პრობლემებს.
- თოქ-შოუს მთავარი აქტორები არიან ახალგაზრდები, რომლებიც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობენ.
- დღევანდელი გადაცემის თემა განათლების, უფრო კონრეტულად კი უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები იქნება.
- რა სირთულეებს აწყდებიან სტუდენტები სწავლის პროცესში, არის თუ არა უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი, ეხმარება თუ არა სკოლა აბიტურიენტს, რა განსაზღვრავს პროფესიის არჩევას და რამდენად ახერხებენ ახალგაზრდები პროფესიის მიხედვით დასაქმებას – საინტერესო დისკუსია პირველ აუდიტორიაში.
სტუმრები: მარინა ჩიტაშვილი – პროფესორი, სიმონ ჯანაშია – განათლების მკვლევარი, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები
პირველი აუდიტორია