დღეს „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის“ დღეა. 23 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს კოსმოსურ სივრცეში გავიდა პირველი ქართული ობიექტი, რომლის გენერალური კონსტრუქტორი აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილია. თანამგზავრი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი კოსმოსური ობიექტია. რეფრექტორული ანტენა ქართველი სპეციალისტების მიერ თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა.