დღეს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეა.
ზუსტად 20 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი გავიდა. რეფლექტორული ანტენა ქართველი სპეციალისტების მიერ თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა და საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში გამოსცადეს. თანამგზავრი ევროპის მასშტაბით, ყველაზე დიდი კოსმოსური ობიექტია დღემდე.
წარმატებული ექსპერიმენტი 20 წლის შემდეგ „მოამბესთან“ კოსმოსური ობიექტის გენერალურმა კონსტრუქტორმა, აკადემიკოსმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა გაიხსენა.
გიორგი გიგანის რეპორტაჟი.