პირველი ლექცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის პირველი საჯარო ლექცია პროფესორმა, არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლიჩელმა წაიკითხა. ტრადიციას სათავე 1918 წლის 12 თებერვალს ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა.

წლევანდელ ლექციაზე „ორი არქეოლოგიური ფაქტის კომენტარი“ ქართული დამწერლობის ისტორია გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერისა და დავათის სტელაზე დატანილი პირველი ქართული ანბანის ჭრილში იყო წარმოდგენილი.

მსოფლიო პანდემიის გამო, საჯარო ლექცია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.