სამი წლის შემდეგ პირველი არხი მისამართს შეიცვლის. ტელევიზიის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება. გადაწყვეტილების მიზეზი რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაა. ადგილმდებარეობის ცვლილების მიუხედავად, უცვლელი დარჩება შენობის ის დიზაინი, რომელიც მაუწყებელმა ოქტომბერში საზოგადოების აქტიური ჩართულობით შეარჩია. სამშენებლო სამუშაოს პარალელურად, ტელევიზიში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მასშტაბური გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს.