დამოუკიდებლობის დღის პომპეზურად აღნიშვნის გამო დონალდ ტრამპი ოპონენტთა კრიტიკის სამიზნედ იქცა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ივლისი სამხედრო აღლუმით და საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა. თუმცა სამზადისში აქტიური ჩართვისა და ვაშინგტონში სამხედრო ტექნიკის დემონსტრირების გამო თეთრი სახლის ლიდერი ოპონენტებმა ეროვნული დღესასწაულის პოლიტიზებასა და მილიტარიზებაში დაადანაშაულეს.
დიდი ბრიტანეთისგან ამერიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს პრეზიდენტმა მოსახლეობას ლინკოლნის მემორიალიდან მიმართა. უამინდობის მიუხედავად, ეროვნულ ხეივანზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.