1-ელ სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. დეპუტატ ნინო გოგუაძის განცხადებით, უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს. ამ საკითხებს შორის არის საკონსტიტუციო ცვლილებები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა, საარჩევნო ცვლილებები და საკანონმდებლო ინიციატივები.
შეიძლება თუ არა მსჯელობის საგანი იყოს მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები? უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს საკითხი საპარლამენტო გუნდში არ განუხილავთ.