პირველ არხზე დიდი რაგბი ბრუნდება

პირველ არხზე დიდი რაგბი ბრუნდება.

რაგბის ფედერაციასთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ხუთი წლის განმავლობაში მაყურებელი გარანტირებულად მიიღებს ყველა იმ აქტივობას, რაც იქნება საქართველოს რაგბის ნაკრებთან და გუნდებთან დაკავშირებული,- ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, გოჩა სვანიძესთან ერთად, თანამშრომლობის ხუთწლიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.