პირუტყვის ინდენტიფიცირება

2019 წლიდან რძის გადამამუშავებელ საწარმოებს ახალი მოთხოვნის შესრულება მოუწევთ. მეწარმეები ვალდებულები ხდებიან, საწარმოებლად მხოლოდ იმ ფერმერების პროდუქცია ჩაიბარონ, რომლებსაც მსხვილფეხა პირუტყვი იდენტიფიცირებული ჰყავთ.

ამ გზით ხელისუფლება ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებასა და ცხოველების გადამდები დაავადებებისგან მოქალაქეების დაცვას ცდილობს. ანალოგიური რეგულაცია წლის დასაწყისში ხორცპროდუქტებსაც შეეხო – უკვე ცხრა თვეა, სასაკლაოებზე არაიდენტიფიცირებული პირუტყვის დაკვლა აკრძალულია.