ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან რძის ნაწარმი და ხორცპროდუქტები ვეღარ შევა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან  რძის ნაწარმი და ხორცპროდუქტები ვეღარ შევა. გადაწყვეტილება, დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონში ახალ ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მიიღო.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ფიტოსანიტარულ სამსახურში განმარტავენ, იმის გამო რომ ადგილზე მსგავსი პროდუქტების შემოწმების მექანიზმები არ არსებობს, აკრძალვა  მოსახლეობის ინფექციისგან დაცვას ემსახურებოდა.

დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ აკრძალვა არ ეხება ხილსა და ბოსტნეულს, თუმცა, ე.წ. საზღვარზე უფასოდ მხოლოდ 50 კილოგრამამდე ტვირთის გადატანაა შესაძლებელი,  წონის გადაჭარბების შემთხვევაში, მოსახლეობას გარკვეული თანხის გადახდა უწევს.