პიროტექნიკით დაშავებულთა მაჩვენებელი

პიროტექნიკით დაზარალებულთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია. წელს პირველად იაშვილის კლინიკაში არცერთი დაშავებული მოზარდი არ მიუყვანიათ. განსხვავებულია ვითარება რეგიონებში. პიროტექნიკის ხელში აფეთქების შედეგად ქუთაისის საავადმყოფოში ორ პირს ხელის მტევნის ოპერაცია ჩაუტარდა. ისინი ამ დრომდე გადიან მკურნალობის კურსს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რვა პირმა მიიღო დაზიანება რუსთავში. რამდენიმე მათგანს თითების ამპუტაცია დასჭირდა. ამ დროისთვის დაზარალებულთა მდგომარეობა სტაბილურია.