პიროტექნიკით დაშავებულებმა სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს

პიროტექნიკით დაშავებულმა მოქალაქეებმა რუსთავსა და თბილისში, სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს. რუსთავში რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მოზარდია. ორივე არასრულწლოვანს თითების ამპუტაცია დასჭირდა. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

რაც შეეხება დედაქალაქს, დამწვრობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ტიპის დაზიანებით, გუშინ გვიან ღამით ოთხმა პაციენტმა მიაკითხა. ყველა მოზარდია, თუმცა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არასრულწლოვნები სამედიცინო დაწესებულებიდან გუშინვე გაწერეს. სულ ქვეყნის მასშტაბით, ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 81 ადამიანი დაშავდა.