მედიკოსები საახალწლო დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. წინასაახალწლო პერიოდში დაზიანების ათამდე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ყოველ ახალ წელს პიროტექნიკით ათობით ადამიანი, განსაკუთრებით კი ბავშვები ზიანდებიან. მკაცრად დაიცავით პიროტექნიკის გამოყენების წესები, მათ შორის ასაკობრივი შეზღუდვები.