პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების საქმე

არ არის გამორიცხული, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების საქმეზე, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. გამოძიება გრძელდება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, გამოვლენილია თუ არა ფარული კადრების გავრცელების პირველწყარო.

რაც შეეხება დაკავებულებს, მათი სასამართლო პროცესი გუშინ გვიან ღამით დასრულდა. კიდევ რვა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო მსჯელობდა. ზურაბ სოლომნიშვილს, რომელიც მასალის „იუთუბზე“ ატვირთვაშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა. მისი უფლებადამცველი, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. დანარჩენ შვიდ პირს კი გირაოთი გაათავისუფლებენ.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მარტს გაიმართება.