მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება დილიდან საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ტარდება, სამების საკათედრო ტაძარში კი მსახურებას მღვდელმთავრები ატარებენ. მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა შორის განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. დღესვე სრულდება პეტრე-პავლობის მარხვა.