პეკინის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილი წყლით დაიტბორა. მიზეზი, დოლიძის ქუჩაზე 300 მილიმეტრიანი მილის დაზიანება გახდა.
მომხდარის გამო დაიტბორა დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზია და საცხოვრებელი ბინა.
საბურთალოს რაიონის გამგებელი ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
პეკინის, დოლიძის, ჩაილურის, ჩიქოვანისა და კოსტავას ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დაზიანების გამო ამ დრომდე შეწყვეტილი აქვს.
წყლის მიწოდება, სავარაუდოდ, საღამოს 6 საათისათვის აღდგება.