გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ გამართული საინფორმაციო შეხვედრების სერია გრძელდება.
ამჯერად შეხვედრა სვანეთში გაიმართა. მესტიაში მასწავლებლებს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. ექსპერტებმა კონკრეტულ შეკითხვებს უპასუხეს. მონაწილეთა უმრავლესობამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოთქვა სურვილი, თავადაც ჩაეტარებინა ვაქცინაცია. შეხვედრები „იუნისეფის„ მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითაა ორგანიზებული.