დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე იწვევს სულ მცირე, ღრმა აღშფოთებას, ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის გამარჯვება დაამყარებს თავისუფლებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თბილისშიც და მთელ კავკასიაში. სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაშია, მიუხედავად მისი სიცოცხლის მზარდი საფრთხისა და ყველა საერთაშორისო ძალისხმევისა, რათა უზრუნველყოს მისი გათავისუფლება. ერთი წლის წინ, როცა ერთ-ერთმა პირველმა შევამჩნიე საქართველოს მმართველების მზარდი ავტორიტარიზმი, ბევრმა ბრალი წარმიდგინა – ოფიციალურმა თბილისმა ეს უმაღლეს დონეზე გააკეთა, – წერს პავილიონისი სოციალურ ქსელში.