პაველ ჰერჩინსკის განცხადება

„ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური, ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ კონსტრუქციულად“ – ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გააკეთა.

პაველ ჰერჩინსკი განცხადებით, ევროინტეგრაცია არის ამოცანა, რომელიც საერთაშორისო პრიორიტეტია. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა, რომელიც განხილული და დამტკიცებული იქნა მთავრობის მიერ, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში.

ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან და თავიანთ შეფასებას გამოაქვეყნებენ.