რა ეტაპზეა საქართველო 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით და როგორი მოლოდინი აქვს ევრო-გაერთიანებას პროგრესთან დაკავშირებით. „ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებით ველოდებით პროგრესს დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების კუთხით“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. დიპლომატის თქმით, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება ანგარიში, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება კი, ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს.