„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გიორგი ლომიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში რეალურ ოპოზიციას ვერ ხედავს.
ლომიას აზრით, იქნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი ნიშა „პატრიოტთა ალიანს“ უკვე უკავია.
ლომიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია არ დგას ხალხის და ქვეყნის მხარეს, შესაბამისად, მათ მხარს ვერ დაუჭერენ.