გაყოფილი პოზიციები „პატრიოტთა ალიანსში“.
ავთანდილ ენუქიძის შემდეგ პარლამენტში პარტიიდან კიდევ სამი ადამიანი შედის. ესენი არიან: დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე. ისინი პარლამენტის გამსვლელ სიაში მყოფი ირმა ინაშვილის, გოჩა თევდორაძის და გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეები იქნებიან, რომლებსაც პარლამენტმა მათი მიმართვის პასუხად დღეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. საპროცედურო კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ინაშვილი მმართველ გუნდს პროცედურების ნაჩქარევად წარმართვაში ადანაშაულებს და ინჯიას, როგორც პარტიის წევრს, აფრთხილებს, რომ „პატრიოტთა ალიანსიდან“ უნდა წავიდეს. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ოთხი წევრის გადაწყვეტილების შედეგად „პატრიოტებს“ სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნების შანსი უჩნდებათ.