ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტს საჯაროდ მიმართავს.
„პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მიმართვის მიზანია კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა გამოვნახოთ საერთო ენა. ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისაგან“, საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოში ნატოს უსასრულო წვრთნები მხოლოდ რუსეთის გამოწვევას ემსახურება.