„მემარცხენე ალიანსი“ პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა.
ამის შესახებ ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ამ ერთობამ „პატრიოტთა ალიანსი“ გააძლიერა და საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები „მემარცხენე ალიანსის“ წევრები იქნებიან. ინაშვილის თქმით, მის პოლიტიკურ ძალას მედია სათანადოდ არ აშუქებს და „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ საინფორმაციო ბლოკადაა გამოცხადებული.