„პატრიოტთა ალიანსმა“ თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა. შეკრებილებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს. გამოსვლებში მთავარი აქცენტი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყნაში არსებულ გამოწვევებზე გაკეთდა. ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ამ აქციით პოლიტიკური გუნდი მნიშვნელოვან საარჩევო ეტაპს იწყებს.
ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყანაში ხალხის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. პარტიის წარმომადგენლებმა დღევანდელ აქციაზე უკვე დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების ჩამონათვალი მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ შეახსენეს.