„პატრიოტების“ რეზოლუცია

სწორედ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების და იუსტიციის საბჭოს რეზონანსული გადაწყვეტილებების გამო, მმართველი გუნდის ნაწილი დღეს მწვავედ გააკრიტიკა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი უმრავლესობას საკუთარი რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომელიც ამჯერად რიგგარეშე სხდომაზეა გატანილი.

დოკუმენტში ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას და მათი მმართველობისთვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებების მიცემას ითხოვენ.

ჯერ უცნობია, დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი პროექტს მხარს.