პატრიარქის ქადაგება

ზვიად გამსახურდიას სული მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს დღეს სამების საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა.

ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე ისაუბრა.

მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისათვის, – განაცხადა ილია მეორემ.

დღეს ასევე მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს.