პატრიარქის მიმართვა საზოგადოებას

პეტრე ცაავას სკანდალური განცხადებისა და წმინდა სინოდის სხდომის ჩატარების შემდეგ, პატრიარქმა საზოგადოებას დღეს პირველად მიმართა. ილია მეორემ მრევლს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოსა და ეკლესიის გაფრთხილებისკენ მოუწოდა.

სამების ტაძარში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. უწმინდესის მხარდასაჭერად მოქალაქეები ტაძრის ეზოშიც შეიკრიბნენ. წირვას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, რომელმაც კომენტარი დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც გააკეთა.