„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავს პატივი მიაგო. შალვა ნათელაშვილის განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთი დაბრუნებულად მაშინ ჩაითვლება, როცა შარტავას სოხუმში, მთავრობის სახლის წინ დაკრძალავენ. ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.