იმ ფონზე,როცა ნარკოტიკების მოხმარების მიმართ ქვეყანაში მოქმედი მკაცრი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე აქტიურად მუშაობენ, ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ მსახიობს 8-წლიან პატიმრობას უსჯიან. სწორედ ის დოზირებაა საკამათო, რომელსაც კანონი დიდ ოდენობად მიიჩნევს და რომელსაც ბრალდების მხარე გიორგი გიორგანაშვილს ედავება. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული მსახიობი ექვსი თვის შემდეგ ისევ ციხეში დააბრუნეს.
პარალელურად ცალკე საქმეა აღძრული იმ სამართალდამცავების მიმართ, რომლებმაც 2017 წლის 25 იანვარს მსახიობი ბათუმი-თბილისის გზაზე დააკავეს. მსჯავრდებული ბრალს ისევ არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს.
მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.