ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი დაკითხეს. საუბარია პირზე, რომელმაც ხმის ჩამწერი მოწყობილობიდან ჩანაწერი ამოიღო და შეამოწმა.
საქმის პროკურორის განცხადებით, მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მასალა არ არის დამონტაჟებული და ასახავს იმ თათბირს, სადაც ლიკვიდაცია იგეგმებოდა.
ჩანაწერის ავთენტურობას და ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქეშ აყენებენ ბრალდებულების ადვოკატები. ბრალი წარდგენილი აქვთ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს.