პატარკაციშვილის საქმეზე ექსპერტი გამოკითხეს

სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე დღეს ექსპერტი გამოკითხეს. მისი თქმით, საქმის მთავარი მტკიცებულება – აუდიოჩანაწერი, სადაც გამოძიების მტკიცებით, ბიზნესმენის მკვლელობის დაგეგმვის საუბარია ჩაწერილი, უწყვეტი და ავთენტურია. საუბარია საქმეში არსებულ ორ აუდიოჩანაწერზე. შეგახსენებთ, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნები.