ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სასამართლოში ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე იკითხება. ის ზურაბ პავლიაშვილია, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა.
პროკურატურის მტკიცებით, სწორედ პავლიაშვილის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც ე.წ. მოდულის შენობაში ჩატარებულ თათბირს ასახავს. ჩანაწერში კი, საუბარი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის დაგეგმვაზეა.
მოწმემ სასამართლოში განაცხადა, რომ მან სახლში კუდ-იდან აღურიცხავი დიქტოფონი წამოიღო. მისი დაკავების შემდეგ კი, ის გამოძიებამ ამოიღო.
დაცვის მხარის პოზიციით, ამოღებული ჩანაწერი ავთენტური არ არის.