ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე. ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონოდ დაკავების ეპიზოდზე, სასამართლოს აღიარებითი ჩვენება ბრალდებული სამი პირიდან, ორმა მისცა. ისინი კუდ-ის ყოფილი თანამშრომლებია არიან. ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა საკუთარი ბრალეულობა აღიარეს და მომხდარი გაიხსენეს.
მათი განცხადებით, შეხვედრა 2006 წლის აგვისტოში, აჭარაში შედგა და ამ დავალებებს ადგილზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გია დგებუაძე იგივე, მასტერა გასცემდა. მოწმეების განცხადებით, ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავება უნდა მომხდარიყო იმის გამო, რომ მან პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების გეგმა ჩაშალა.
ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონოდ დაკავების საქმეზე, კუდ-ის სამი ყოფილი თანამშრომელია ბრალდებული: დავით ქოქიაშვილი, ილია გამგებელი და ლევან ქარდავა.